top of page

შემოუერთდი GPTV ის გუნდს და დაწერე ისტორია

ჩვენი "გორდა" ჯგუფის მიზანია, დაეხმაროს უცხოეთში მყოფ ყველა ქართველს.

24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რადგან მოგაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

ჩვენი გეგმები გრძელვადიანია.

Happy New year Facebook cover.png

გამოგვიგზავნე CV

მადლობა დიდი

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა საერთო პროექტი - “ქართული ენის დისტანციური სწავლება”.

პროექტს ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მისი მიზნებია:

- საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია;

- Საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა.

დისტანციური სასწავლო კურსი განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები 5-დან 15 წლამდე ქართველი ბავშვებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ :

http://www.distancelearning.mes.gov.ge/ge

ქართული ენის დისტანციური სწავლება

დაფუძნდა ქართული ინტერნეტ-ტელევიზია პოლონეთში (GPTV).

ტელევიზია შექმნილია ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად.

ტელევიზია გააშუქებს და მოგაწვდით ინფორმაციებს მიმდინარე მოვლენების, პოლონეთში მცხოვრები ქართველების , ქართულ-პლონური ურთიერთობებისა და პროექტების , ემიგრანტების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

გაგაცნობთ პოლონურ კანონმდებლობას სხვადასხვა მიმართულებით , რაც დაგეხმარებათ ამ ქვეყანაში ადაპტაციაში.

ტელევიზია და მისი დამფუძნებელი "გორდა-ჯგუფი" მიიჩნევს , რომ ჩვენი თანამემამულეებისათვის უმნიშვნელოვანესია დედა-ეკლესიის წიაღში რწმენის და მართლამდიდებლობის გაძლიერება-განმტკიცება. ამიტომ სატელევიზო ბადეში მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა "მოძღვრის საათს".

გადაცემის ეთერში გასვლის დროს შესაძლებლობა გექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც დაუსვათ კითხვები მოწვეულ სტუმრებს...

შემოგვიერთდით...გავერთიანდეთ და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. გაგვიზიარეთ, მოგვწერეთ თქვენი აზრი. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

დასვით კითხვები, ვეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ და შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ.

bottom of page