top of page

შემოუერთდი ჩვენს ჯგუფს

დაფუძნდა ქართული ინტერნეტ-ტელევიზია პოლონეთში (GPTV).

ტელევიზია შექმნილია ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად.

ტელევიზია გააშუქებს და მოგაწვდით ინფორმაციებს მიმდინარე მოვლენების, პოლონეთში მცხოვრები ქართველების , ქართულ-პლონური ურთიერთობებისა და პროექტების , ემიგრანტების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

გაგაცნობთ პოლონურ კანონმდებლობას სხვადასხვა მიმართულებით , რაც დაგეხმარებათ ამ ქვეყანაში ადაპტაციაში.

ტელევიზია და მისი დამფუძნებელი "გორდა-ჯგუფი" მიიჩნევს , რომ ჩვენი თანამემამულეებისათვის უმნიშვნელოვანესია დედა-ეკლესიის წიაღში რწმენის და მართლამდიდებლობის გაძლიერება-განმტკიცება. ამიტომ სატელევიზო ბადეში მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა "მოძღვრის საათს".

გადაცემის ეთერში გასვლის დროს შესაძლებლობა გექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც დაუსვათ კითხვები მოწვეულ სტუმრებს...

შემოგვიერთდით...გავერთიანდეთ და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. გაგვიზიარეთ, მოგვწერეთ თქვენი აზრი. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

დასვით კითხვები, ვეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ და შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ.

Behind the Scenes
bottom of page